
სუნამოს ხაზი, სტენდების რებრენდინგი… – რა გეგმები აქვს Piel Naturals-ს?
ქართული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი Piel Naturals-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის – კომპანიის გეგმებში სუნამოს ხაზის დამატება, სტენდების განახლება და სექტორად დარეგისტრირება შედის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბრენდი, რომელიც უკვე რვა წელია დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, ახლა სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობასაც განიხილავს. “სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მუშაობს იმაზე, რომ ადგილობრივი კოსმეტიკური