
კორეელმა მეცნიერებმა მხედველობის აღდგენის გზას მიაკვლიეს
რეგენერაციულ მედიცინაში ახალი ტექნოლოგია იტესტება, რომელსაც, პოტენციურად, მილიონობით უსინათლოსთვის მხედველობის აღდგენა შეეძლება. სამხრეთ კორეელემა მეცნიერებმა წარმატებით ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ძუძუმწოვრებში ბადურას რეგენერაცია შეძლეს. საქმე ისაა, რომ ცხოველთა ნაწილს განსაკუთრებული რეგენერაციული უნარი გააჩნიათ, რაც, მათ შორის, მხედველობის აღდგენის საშუალებას აძლევთ. ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ აღნიშნული ფენომენი მხოლოდ ცხოველებში, კერძოდ კი თევზის კონკრეტულ სახეობაში ვლინდებოდა.