
რუსეთში აშშ-ის ელჩად რიჩარდ ნორლანდი განიხილება, რომელიც ელჩი საქართველოშიც იყო – რუსული მედია
რუსული მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რუსეთში საკუთარი ელჩის ჩანაცვლებას გეგმავს. ამჟამად, ამერიკულ ინტერესებს რუსეთში ლინ ტრეისი წარმოადგენს, მაგრამ, როგორც აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, უფლებამოსილებას დიპლომატი უახლოეს მომავალში შეწყვეტს. კონკრეტულად ვინ ჩაანაცვლებს ტრეისის ამ თანამდებობაზე ოფიციალურად ცნობილი არ არის, მაგრამ რუსულ მედიას თუ დავუჯერებთ, ეს რიჩარდ ნორლანდი იქნება — დიპლომატი, რომელიც 2012-2015 წლებში საქართველოში აშშ-ის