
“როსსეტთან” შეხვედრა აქციონერთა კრების ფარგლებში გაიმართა – ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-სთან ადასტურებენ რუსულ ენერგოკომპანია “როსსეტის” დელეგაციასთან შეხვედრას. კომპანიამ 16 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფებოდა და ეკონომიკის სამინისტროსა და “საქრუსენერგოსთან” შეხვედრები გამართა. “როსსეტის” ინფორმაციითვე, შეხვედრებზე ასევე განიხილეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სამომავლოდ თანამშრომლობის საკითხებიც. აღსანიშნავია, რომ “როსსეტის” ხელმძღვანელი ანდრეი რიუმინი 2022 წელს ევროკავშირმა, ხოლო 2023 წელს დიდმა