
რა ეტაპზეა სომხეთის ერთადერთი მილიარდერის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო ბაქოში?
აზერბაიჯანში გრძელდება სომეხი მილიარდერისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო პროცესი. ვარდანიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ პერიოდში, 2023 წლის სექტემბერში დააკავეს, როცა ის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ვარდანიანს სდებს ბრალს მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, აგრეთვე – აგრესიული ომის წამოწყებასა და დაფინანსებაში, ტერორიზმთან კავშირსა და მისი დაფინანსებაში. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.