
ვინ (არ) დაესწრება მოსკოვში 9 მაისის აღლუმს?
კრემლმა 9 მაისს “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილ აღლუმზე მოწვეულ სტუმართა სია უკვე გაასაჯაროვა. როგორც რუსული მედია იტყობინება, 9 მაისს მოსკოვში 13 ქვეყნის სამხედრო პერსონალი გამართავს მარშს. კრემლის გათვლებით, ღონისძიებას 29 ქვეყნის ლიდერი უნდა დასწრებოდა. მარშში მონაწილეობას აზერბაიჯანის, ბელარუსის, ჩინეთის, ეგვიპტის, ლაოსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, მიანმარის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ვიეტნამის სამხედრო ძალები მიიღებენ. ის ქვეყნები, რომელთა