
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 100 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინტერვენციის შედეგად, რუსეთში განაკვეთმა 20% შეადგინა, ნაცვლად აქამდე არსებული 21%-ისა. ცენტრალური ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დასტაბილურებული ინფლაციით არის განპირობებული, რომელიც 10.5%-ის ფარგლებშია.