
“მხოლოდ ტყვეთა გაცვლა” – უკრაინა-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
სტამბოლში რუსეთის და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციების შეხვედრის მორიგი რაუნდი დასრულდა. როგორც BMG-ს თურქეთის ბიურო იუწყება, შეხვედრამ არასრული ერთი საათი გასტანა. ამ დროისთვის მედიასთან ისაუბრა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მხოლოდ ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოხერხდა. “რუსეთი წინააღმდეგია და არ თანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის საკითხზე. ისინი ასევე