
რუსეთმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი
1 აპრილს, დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად უკვე 20 ადამიანზე მეტის გარდაცვალებაა დადასტურებული. “მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობაა. ბზობის ამ ნათელ დღეს, ჩვენმა საზოგადოებამ საშინელი ტრაგედია განიცადა”, – დაწერა არტემ კობზარმა Telegram-ზე.