
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – პროტესტის 189-ე დღე
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დღეს პროტესტის 189-ე დღეა და აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გამზირის ორ მონაკვეთზე გადაკეტეს: პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრის წინ. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების