
“არქი” კახეთში დეველოპერულ პროექტს აანონსებს – “პროექტს ვგეგმავთ ქობულეთშიც”
“არქი” რეგიონებში დეველოპერული პროექტების განხორციელებით ინტერესდება. კომპანიას კახეთის მიმართულებით განვითარების გეგმა უკვე აქვს. პარალელურად, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, “არქი” ამჟამად რუსთავში ახალი საცხოვრებელი კომპლექსებს აშენებს, სადაც მაღალი მოთხოვნის გამო პროექტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ რუსთავთან და კახეთთან ერთად, დეველოპერული პროექტების განსახორციელებლად პერსპექტიული ქობულეთიც შეიძლება გახდეს.