რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია – პროტესტის 138-ე დღე

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია – პროტესტის 138-ე დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოქალაქეები შეუერთდნენ. დღეს პროტესტის 138-ე დღეა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

Read More