
“რძის სკანდალი” სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება – სხდომა ხვალ ჩაინიშნა
4 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის