საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს კონტრაქტორი კომპანია Polatyol & Mapa არ ასრულებს ვალდებულებას და გრიგოლეთი-ქობულეთის გზის დასრულებას მკვეთრად აჭიანურებს. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაც შეაჩერა, რასაც მათი გაფიცვა მოჰყვა. საუბარია EIB-ის კრედიტით დაფინანსებულ გრიგოლეთი-ქობულეთის 229-მილიონ ლარიან საგზაო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 14 კილომეტრს შეადგენს. Polatyol & Mapa-სთან კონტრაქტი 2018 წლის დეკემბერში გაფორმდა და მისი

Read More
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მან ამ თანამდებობაზე გიორგი წერეთელი შეცვალა, რომელმაც უწყების ცნობით პოსტი მაისის დასაწყისში საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო

Read More
ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. მიზეზი ქვისცვენაა. “ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აცხადებენ უწყებაში.

Read More

4-9 მაისს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ27-კმ35 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ27-კმ35 მონაკვეთზე არსებული საგარეჯოს შემოსავლელი მონაკვეთის ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის 2025 წლის 4 მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილი შევიწროვდება ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე

Read More
სომხეთის საზღვრისკენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა – ღირებულება ₾6.5 მლნ-

სომხეთის საზღვრისკენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა – ღირებულება ₾6.5 მლნ-

სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების, მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 10 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 511 545 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება მიმდინარე

Read More
ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალ

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის გზებზე და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. “რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”,- აღნიშნავენ

Read More