
აპრილში სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი 702 ათასამდე გაიზარდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აპრილში საარსებო შემწეობა 701 816 ადამიანმა მიიღო წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1346-ით გაიზარდა. აქედან 235 ათასზე მეტი პირი სამინისტროს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით არის მოსარგებლე. აპრილში ამ ადამიანების დახმარებაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია ამ ოჯახების