
სკოლების ბუფეტებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე საგადასახადო შეღავათი დაწესდა
სკოლების ბუფეტებისთვის და კაფეტერიებისთვის, ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის სერვისისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა. ამას ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება. განათლების სექტორისთვის საგადასახადო შეღავათები ისედაც მოქმედებს, თუმცა აღნიშნული შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებების ძირითადი საქმიანობის – განათლების სერვისის მიწოდებას. ფინანსთა სამინისტროს შეუძლია განსაზღვროს იმ დამატებითი და დამხმარე მომსახურებების ჩამონათვალი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებთან არის თანხვედრაში და