
TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა
აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონკურსში TEXSOM, ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.