
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, სი ძინპინმა შეაჯამა ჩინეთის სამეზობლო პოლიტიკის მუშაობის მიღწევები, გააანალიზა არსებული ვითარება და გამოკვეთა მიზნები სამეზობლო მუშაობის შემდეგი ეტაპისთვის. კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ მეზობელი რეგიონები გლობალური პერსპექტივით უნდა იყოს განხილული. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩინეთმა წამოაყენა მეგობრობის, გულწრფელობის