ტრამპი Apple-ს ტარიფების დაწესებით ემუქრება

ტრამპი Apple-ს ტარიფების დაწესებით ემუქრება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამჯერად უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Apple-ის წინააღმდეგ გაილაშქრა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუკი ჩინეთთან დაკავშირებული ტარიფების თავიდან არიდების მიზნით, Apple-ი წარმოებას ინდოეთში გადაიტანს, ის ტრამპის ადმინისტრაციისგან 25%-იან საიმპორტო ტარიფს მიიღებს. როგორც ტრამპი ამბობს, მას პრობლემა არა უშუალოდ ინდოეთთან, არამედ წარმოების უცხოეთში გადატანის პრაქტიკასთან აქვს. მისი თქმით, აშშ-ის ბაზარზე გაყიდული პროდუქცია ქვეყანაშივე უნდა იყოს

Read More
ტრამპი ევროკავშირს ტარიფების 50%-მდე გაზრდით ემუქრება

ტრამპი ევროკავშირს ტარიფების 50%-მდე გაზრდით ემუქრება

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების 50%-მდე გაზრდით ემუქრება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ევროკავშირთა მოლაპარაკების პროცესი გაყინულია და ის შედეგს ვერ იძლევა, ამიტომ ვაშინგტონი სატარიფო ზეწოლას გაზრდის და ამით EU-ს გააქტიურებისკენ უბიძგებს. სატარიფო რეჟიმის ესკალაციის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაავრცელა, თუმცა როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ევროკავშირს

Read More
ჩინეთი აშშ-ის საპასუხოდ დამატებით 34%-იან ტარიფს აწესებს

ჩინეთმა $19 მილიარდის ამერიკული სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

თებერვალი-მარტის პერიოდში, რაც ვაშინგტონი-პეკინის სავაჭრო ომის გამწვავებას ემთხვევა, ჩინეთმა საერთაშორისო ბირჟაზე დაახლოებით 19 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ეს ტრანზაქცია იმდენად მასშტაბური იყო, რომ T-Bill-ების მფლობელების რეიტინგში ჩინეთი მე-3 პოზიციამდე ჩამოქვეითდა და მას დიდმა ბრიტანეთმა გადაუსწრო. ანალიტიკოსების შეფასებით, ობლიგაციების თავიდან მოშორებით ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პასუხი გასცა და მიანიშნა

Read More
რას ამბობენ WTO-ში დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე?

რას ამბობენ WTO-ში დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე?

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული სატარიფო ომი თავისუფალ ვაჭრობას საფრთხის წინაშე აყენებს. როგორც ნგოზი ოკონჯო-ივეალამ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შიგარუ იშიბასთან შეხვედრის დროს განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მსოფლიო ვაჭრობაში არეულობა შემოაქვს, ღია ეკონომიკის და თავისუფალი ვაჭრობის პიონერის ტვირთს საკუთარ თავზე სწორედ იაპონია აიღებს. მისივე

Read More
ტრამპმა Temu-ს, Shein-სა და მსგავსი ჩინური კომპანიების მცირე ამანათებზე ტარიფი შეამცირა

ტრამპმა Temu-ს, Shein-სა და მსგავსი ჩინური კომპანიების მცირე ამანათებზე ტარიფი შეამცირა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მცირე ზომის ამანათებზე, რომლებიც ჩინეთიდან და ჰონკონგიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნება, იმპორტის ტარიფი შემცირდა – ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკის ქვეყანას შორის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 90 დღით შეამცირებენ. თეთრი სახლის განცხადებით, $800-მდე ღირებულების მცირე ზომის ამანათებზე ტარიფი 120%-ის ნაცვლად, 54%-მდე შემცირდება. 2 მაისის შემდეგ გაგზავნილ

Read More
აშშ-ის სახაზინო მდივანი: ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

აშშ-ის სახაზინო მდივანი: ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწიეს. საქმე ის არის, რომ ბესენტი და ჩინეთს ვიცეპრემიერი გასულ უქმეებზე დახურულ კარს მიღმა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. აშშ-ს სახაზინო მდივანს არ დაუკონკრეტებია, რაზე შეთანხმდნენ მხარეები, თუმცა, განაცხადა, რომ დეტალებს ორშაბათს გამოაცხადებენ, ტრამპი კი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია.

Read More
ტარიფების გამო, მსოფლიოში M&A-ის მაჩვენებელი 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ტარიფების გამო, მსოფლიოში M&A-ის მაჩვენებელი 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ფონზე, საინვესტიციო ბანკირები და დირექტორები ბიზნესის გაფართოების სტრატეგიებს ცვლიან. ეს უკვე აისახა გლობალური ეკონომიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორის, შესყიდვების და გარიგებების ტენდენციის შემობრუნებაში. დღეს, კომპანიები უფრო ნაკლებ M&A-ის ტიპის გარიგებაში შედიან, ვიდრე პანდემიის და 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. 2025 წლის მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში

Read More
Ford-ის პროგნოზით, ტარიფების გამო, ის $1.5 მილიარდს დაკარგავს

Ford-ის პროგნოზით, ტარიფების გამო, ის $1.5 მილიარდს დაკარგავს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის ფონზე, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კონგლომერატმა, Ford-მა მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზი გააუქმა და ინვესტორებს შეატყობინა, რომ კომპანია ტარიფებით $1.5 მილიარდის დანაკარგს მიიღებს. როგორც Ford-ის ხელმძღვანელობა განმარტავს, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება სრულიად გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია, ასეთ დროს კი შემოსავლებთან დაკავშირებითრამის თქმა რთულია, ამიტომ ინვესტორებს კონკრეტული გეგმის მიყოლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

Read More
ტარიფების გამო, Apple-ის ხარჯები $900 მილიონით გაიზრდება

ტარიფების გამო, Apple-ის ხარჯები $900 მილიონით გაიზრდება

როგორც Apple-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა კომპანიის უახლესი ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა, მსოფლიოში არსებული სავაჭრო დაძაბულობის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის დაწესებული 145%-იანი ტარიფების პირობებში, Apple-ის ხარჯები წელს დაახლოებით $900 მილიონით გაიზრდება. ეს პროგნოზი ნეგატიურია, ანუ ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ტარიფების მოცულობა, ისევე, როგორც დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. კომპანიის

Read More
ჩინეთმა აშშ-დან ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე ტარიფი გააუქმა – Reuters

ჩინეთმა აშშ-დან ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე ტარიფი გააუქმა – Reuters

ჩინეთის გადაწყვეტილებით, ტრამპის საპასუხოდ აშშ-დან იმპორტზე დაწესებული 125%-იანი ტარიფები ზოგიერთ საქონელზე არ გავრცელდება – როგორც Reuters-ი იტყობინება, ქვეყნის მთავრობამ ბიზნესებს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება სთხოვა, რომლებზეც გადასახადების გაუქმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია: “ეს ჯერჯერობით ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ პეკინს აღელვებს სავაჭრო ომით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა”, – წერს მედია. გამონაკლისის დაშვება, რასაც წინ უსწრებდა ვაშინგტონის მიერ ვითარების დეესკალაციის

Read More