
ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მთავრობამ, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეზღუდვის ეროვნულ დონეზე გატარების გადაწყვეტილება მიიღო. “დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ მიიღებს რიგითი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების რეპრესიებს, პოლიციის