
არ შეიძლება, საზმაუს ბორდი პარტიების კვოტებით ირჩეოდეს… რეფორმაა საჭირო – ნინო ზაუტაშვილი
საზოგადოებრივის მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი წამყვანის ნინო ზაუტაშვილის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესი უნდა შეიცვალოს. „არ შეიძლება, ბორდი პარტიების კვოტებით ირჩეოდეს. პარტია ყოველთვის ეცდება, სამეთვალყურეო საბჭოში ჩასვას ისეთი ადამიანი, რომელსაც რასაც უნდა იმას გააკეთებინებს… პარტიული კვოტირება აუცილებლად უნდა მოიხსნას. მსოფლიოს არცერთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბორდის წევრებს პარტიული კვოტით არ ირჩევენ“, – თქვა მან