
მოსახლეობის 47%-ს აუცილებელი საკვების ყიდვა უჭირს – კვლევა
„ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აშკარად ჩანს ეკონომიკური გამოწვევები. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, 55%-ისთვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა, ხოლო 41%-ს უჭირს აუცილებელი ტანსაცმლის ყიდვა. ამასთან, მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს, ხოლო 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას