
როგორია “თბილისი ენერჯის” 2025 წლის საინვესტიციო გეგმა?
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, 2025 წელს, კომპანია ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს ახორციელებს. კერძოდ, „თბილისი ენერჯი” რუსთაველის გამზირზე შედის, სადაც მიმდინარე წელს, პროსპექტის სრული რეაბილიტაციაა დაანონსებული. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „# წერტილი “ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანიას 2025-2029 წლის საინვესტიციო გეგმა სემეკისთვის უკვე წარდგენილი აქვს, რომელმაც 173 მლნ ლარი უნდა შეადგინოს. „თბილისი