
186 ქვეყნიდან, საკვების წარმოებით თვითკმარი მხოლოდ გაიანაა – სად არის საქართველო?
186 ქვეყნიდან, თითოეული მოქალაქის გამოსაკვებად საკმარის სურსათს, იმპორტის გარეშე, მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა, გაიანა აწარმოებს – ამის შესახებ Nature Food-ში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშშია საუბარი. კვლევის ფარგლებში ავტორებმა შეისწავლეს, თითოეულ ქვეყანას რამდენად აქვს შესაძლებლობა მოქალაქეები საკვების შვიდ სხვადასხვა ჯგუფით გამოკვებოს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი, მცენარეული პროტეინი და სახამებლით გაჯერებული საკვები. ანგარიშის თანახმად, ქვეყანათა