
აღდგომის წინ, სურსათის სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს – განცხადება
სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს – განცხადებას თავად სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს. სურსათის