
2024 წელს 712 000 ლარის ქონება დაბრუნდა – როგორია “სამართლიანობის აღდგენა” რიცხვებში ?
პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2024 წელს, ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, დაზარალებულად 6 ადამიანი ცნო. ამის შესახებ bm.ge-ის პროკურატურიდან აცნობეს. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირების, “სამართლიანობის აღდგენა” იყო. შესაბამისი დეპარტამენტი პროკურატურაში 2015 წელს შეიქმნა. საქმიანობის შედეგებზე ინფორმაცია bm.ge-მ პროკურატურიდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული მონაცემებით: გასულ წელს დაბრუნდა 712 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება