
„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) საგანგაშოდ მიიჩნევს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ საჩივრებს, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სოციალურ ქსელებში საჯარო პირების მიმართ კრიტიკული აზრი ამ პირებისთვის მიუღებელი ფორმით გამოთქვეს. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ