
2024 წელს სამაცივრეებმა ₾27.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი მეურნეობა?
2024 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 387-მდე გაიზარდა. 2023 წელს ამ ტიპის მეურნეობების რაოდენობა 373 იყო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამაცივრე მეურნეობების 2024 წლის მონაცემებით, მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონშია (59.7%) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: ქ. თბილისში (11.1%), კახეთში (9.8%), ქვემო ქართლში (5.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (5.2%), იმერეთში (3.4%), აჭარის არ-ში (3.1%), გურიაში (1%), მცხეთა-მთიანეთში