
სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაახლოებით სრულდება – რა კეთდება?
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. 3 100 მეტრის სიგრძის ქუჩაზე უკვე განახლდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „პირველ რიგში, ქუჩაზე ამორტიზებული კომუნიკაციები შეიცვალა. ამ მხრივ, უმძიმესი მდგომარეობა იყო. ავტომობილებს გადაადგილება