
ლიეტუვის ერთ-ერთი ბრენდის ტანსაცმელი უნდა შეგვეკერა, მაგრამ პროცესი შეაჩერეს – სამკერვალო “ლიდე
სამკერვალო საწარმო “ლიდერის” დამფუძნებლის ნინო გიორგაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ლიეტუველმა პარტნიორებმა მათთან მოლაპარაკებები შეაჩერეს. კერძოდ, როგორც გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას, საწარმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ლიეტუვადან უნდა მიეღოთ დაკვეთა ტანსაცმლის შეკერვაზე, თუმცა ეს პროცესი გაჩერებულია. “ძალიან დაბნეული სიტუაციაა სამკერვალო ინდუსტრიაში. ვითარების გამოსწორებისთვის, პირველ რიგში, მთავარია პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურდეს. ლიეტუვაში მოლაპარაკებები გვქონდა, მათი წარმოება ჩვენ