
ბოლო ერთი წელია, აზიის მიმართულებით ინტერნეტ პაკეტების შეძენა გააქტიურებულია – MobineX
სამოგზაურო ინტერნეტის მიმწოდებელი ოპერატორი MobineX-ის თანადამფუძნებელი, მარიამ კაკაბაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აზიის მიმართულებით ინტერნეტ პაკეტების შეძენა გააქტიურებულია, რაც გასული წლების ტენდენციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „ზამთრის პერიოდში, ტრადიციულად, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა თბილ ქვეყნებზე იზრდება – ლიდერობენ საამიროები, ეგვიპტე, თურქეთი კი პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია. ამ სეზონზე, ასევე გაიზარდა ინტერესები