
შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, ნატო ბოლქვაძე, 14-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, შემოსავლების სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. როგორც ნატო ბოლქვაძე წერს, ამის მიზეზი “რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და სააღდგომო “დეიოფზე” გამოცემული დისციპლინური დარღვევა” გახდა. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ საჯარო