
„არც დიდი ბიზნესისთვის იქნება ადვილად შესასრულებელი“ – მიშა კორძახია სამუშაო მოწყობილობების რ
რამდენიმე თვეში ბიზნესს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშავა, რომელიც ეხება თითქმის ყველა ბიზნესს, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა/დანადგარებს, აპარატურას, ხელსაწყოებს ან მოწყობილობებს იყენებს. რეგლამენტი დამსაქმებელს ავალდებულებს მიიღოს სათანადო ზომა იმისთვის, რომ დასაქმებული უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობებით. ამ სამუშაო