
რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი სამხედრო დრონი?
სამხედრო დრონი ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის საკვანძო ნაწილია, რადგან დრონის წარმოება თვითმფრინავთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია, მისი შენახვა და ოპერირება ნაკლებ სირთულეებთანაა დაკავშირებული და რაც მთავარია, დრონს არ ჰყავს პილოტი, ანუ ის არ შეიცავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკს. დრონების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ყველანაირი ეჭვი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაქრა, სადაც არაერთხელ დამტკიცდა, თუ რაოდენ ეფექტიანად შეიძლება