
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიწისძვრას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრიც მიანმარში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა: ბანგკოკში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 81 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. Reuters-ის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა მიანმარში, ქალაქ ტაუნგოში მეჩეთის ჩამონგრევის შედეგად, ქალაქ აუნგ-ბანში კი სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა სასტუმროს ნანგრევებში, 20 კი მძიმედ დაშავდა. მთავრობის ინფორმაციით, ტაილანდში ჩამოინგრა მშენებარე ცათამბჯენი – შემთხვევის