
ევროკავშირი ხელს უშლის სამხრეთ კავკასიის კონსოლიდაციას დიდ მეზობლებთან – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირი მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ]საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის] დაახლოებას რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან. ლავროვმა აღნიშნული განცხადება ერევანში, რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ის ადგილობრივ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრა. მისი თქმით, რეგიონში ორი ტენდენცია ეჯახება ერთმანეთს: ერთი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნების სუვერენულ არჩევანსა და მათი