
ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალურ თეატრთან პარტნიორობას. ბაზისბანკის მიერ, სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ახალ სეზონზეც თეატრი ბევრ სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. ბანკსა და თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. სანდრო მრევლიშვილის თეატრს, 51-ე სეზონზე უკვე დაგეგმილი აქვს