
სანქციები უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება – დიმიტრი გვრიტიშვილი
სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია. „რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი