
მცირე მარნებისთვის მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გრანტების ნაკლებობაა – Good Wi
საოჯახო მარნების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მცირე ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გრანტების ნაკლებობაა. ამ პრობლემაზე საუბრობენ საოჯახო მარან Good Wine-ში, რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა. როგორც BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელი, რატი სამხარაძე აცხადებს, გასულ პერიოდში მცირე ბიზნესისთვის მეტი საგრანტო რესურსი იყო ხელმისაწვდომი. მისი თქმით, ფინანსებზე წვდომის სიმცირე მცირე მეღვინეებს