
საოჯახო ტექსტილის მწარმოებელი “ჭითა” რეგიონში გასვლას გეგმავს
ოთხი წლის წინ დაფუძნებული მაგიდის სუფრებისა და საოჯახო ტექსტილის მწარმოებელი “ჭითა” დედაქალაქის მიღმა, რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანია “ჭითას” დამფუძნებელი, ნინო ჭითანავა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საუბრობს, კომპანია გამოფენა-გაყიდვებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რამაც მეწარმეს ბიძგი მისცა, რომ რეგიონში გაფართოების ამბიციაც გასჩენოდა. “მას შემდეგ, რაც გამოფენა-გაყიდვებში დავიწყე მონაწილეობა, ამბიცია გამიჩნდა, რომ უფრო მეტი ძლიერი ქალი მეწარმე