
Walmart-ის მილიარდერი მემკვიდრე ხალხს ტრამპის წინააღმდეგ მობილიზებისკენ მოუწოდებს
ჰიპერმარკეტების ამერიკული მეგაქსელის, Walmart-ის მემკვიდრე ქრისტი უალტონი მილიარდერთა იმ მცირე ჯგუფს შეუერთდა, ვინც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის უალტონმა, რომელიც Walmart-ის დამფუძნებლის ვაჟის ქვრივია და $19.3-მილიარდიან ქონებას ფლობს, New York Times-ის გაზეთის სრულ გვერდზე სარეკლამო მასალა განათავსა, რომლითაც მკითხველებს შაბათს, 14 ივნისს ტრამპის წინააღმდეგ მობილიზებისკენ და პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდა. აღნიშნული რეკლამა