
თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს
უწყვეტი პროტესტის 150-ე დღეს დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო “თავისუფლების მარში” მიმდინარეობს. მარშის გზავნილია: “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”. საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეები და რეჟიმის პატიმართა ოჯახის წევრების შეკრება 14:00 საათიდან დაიწყო. მედიასთან საუბარში აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მიზანი აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია