
პარლამენტმა სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო. ცვლილებებით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება. ასევე ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი. კანონში შესული ცვლილებით ზუსტდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მოქმედების ფარგლები, ცვლილება შედის