
„ჰერბია“ ახალ სათბურს აშენებს, რომელიც წარმოებას 20%-ით გაზრდის – ინვესტიცია ₾2.5 მილიონია
მწვანილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებელი „ჰერბია“ მეურნეობას ავითარებს და 2.5 მლნ ლარის ინვესტირებით ახალ სათბურს აწყობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა, პროექტი სახელმწიფოს მიერ სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ახალი სათბურის მოწყობის შემდეგ წარმოება 20%-ით გაიზრდება. „[სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის] ამ პროგრამის ფარგლებში 1.5 ჰა-ზე სათბურის მშენებლობა დავიწყეთ. გვინდა