
2024 წელს სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა – რამდენი ხორცი იწარმოვა?
2024 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 13-ით შემცირდა და ქვეყანაში 131 ობიექტი ფუნქციონირებდა. საქსტატის მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, აქედან 17.6% – კახეთის რეგიონში, 16% – ქვემო ქართლის რეგიონში, 16% – შიდა ქართლის რეგიონში, 13.7% – იმერეთის რეგიონში, 10.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26% სხვა