ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს

რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, 23 ივნისს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა, სადაც ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, 12:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.

Read More