
“აპრილში დატვირთულობა 92% იყო” – სასტუმრო Glarros OldTown
თბილისში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის თქმით, აპრილში სასტუმროს დატვირთულობამ რეკორდულ 92%-იან ნიშნულს მიაღწია. როგორც მან “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, მონაცემები გასული წლის ნიშნულს საშუალოდ 5-7%-ით აღემატებოდა. “2025 წელი დავიწყეთ საშუალოდ 50%-იანი დატვირთულობით, რაც წინა წელთან შედარებით 5-7%-ით მაღალი იყო. რაც შეეხება აპრილს, რადიკალური ზრდა გვქონდა და დატვირთულობამ შეადგინა 92%, რაც 6-7%-ით მაღალია.