
სასტუმრო სექტემბრამდე 90%-ით დაჯავშნილია – “ანაკლია”
კურორტ ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი, იოსებ თოდუა ამბობს, რომ სასტუმრო 90%-ით უკვე დაჯავშნილია. BM.GE-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრისას, თოდუამ აღნიშნა, რომ სასტუმროს ძირითადი სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობაა, როგორც გასულ წელს იყო. „ჩვენი ნომრები საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი. ფასები იგივე დავტოვეთ, როგორც გასულ წელს იყო. კერძოდ, 260 ლარია ორი ადამიანი საუზმით და ვახშმით და 7 წლამდე ბავშვი