
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება 2025 წლის სექტემბრიდან იგეგმება. კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე