
წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოვლინდა – სატყეო სააგენტო
2025 წლის იანვარ-მაისში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტია გამოვლენილი, ხოლო „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 ფაქტი; მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა